კობა გვენეტაძე: რეფინანსირების სესხების დაკავშირება კურსის გაუფასურებასთან, არ არის სწორი

რეფინანსირების სესხების დაკავშირება კურსის გაუფასურებასთან, არ არის სწორი, არ არის მართებული – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რეფინანსირების სესხები არის ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხდება ბანკების ლიკვიდობის მართვა. “რეფინანსირების სესხების დაკავშირება კურსის გაუფასურებასთან არ არის სწორი, არ არის მართებული. რეფინანსირების სესხები არის ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხდება ბანკების ლიკვიდობის მართვა. ბანკები იყენებენ მას აქტიურად. ის, რომ კომერციული ბანკი იღებს რეფინანსირების სესხებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბანკს რამე პრობლემები აქვს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები