ეკა ბესელია: ევროპის ქვეკომიტეტის პრეზიდენტად არჩევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩემი ქვეყნისთვის

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებთა აღსრულების ქვეკომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს.
ეკა ბესელიას შეფასებით, აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს, კარგი შესაძლებელობაა ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების ევროპელი კოლეგებისთვის გასაზიარებლად.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ამ კომიტეტთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეკომიტეტი, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საქმით არის დაკავებული და სწორედ ამ კომიტეტის მხრიდან ნომინირება და არჩევა თავმჯდომარედ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩემი ქვეყნისთვის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, საქართველოში, ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები და ცვლილებები გავუზიარო ჩვენს კოლეგებს. სრულიად ახალი სტანდარტები, რომელიც აქვს ევროპის საბჭოს და ამ კომიტეტს, მათ შორის ახალი რეზოლუციებით გავუზიაროთ, ასევე ჩვენს კომიტეტს. ეს ძალიან კარგი შესაძლებელობაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უფრო უკეთესი სტანდარტები დავნერგოთ ამ კუთხით ქვეყანაშიც და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად”,-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები