„ჟურნალ XII“-ის წარდგინება გაიმართება

25 იანვარს, 19:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“, „ჟურნალ XII“-ის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი“ ბანკში განუცხადეს, წარდგინების პარალელურად, დამთვალიერებელი პირველად ნახავს მომღერალ ნიაზ დიასამიძის მიერ ანბანის თემაზე შესრულებულ ნამუშევრებს.
ნიაზის სერია „ქართული ანბანი” ჟურნალის მთავარ თემას – პროექტ #წერექართულად იდეას დაემთხვა. სწორედ ამიტომ ჟურნალის ყდაზე და გალერეაში ნიაზ დიასამიძის მიერ ქართული ანბანის თემაზე შექმნილ ნამუშევრები განთავსდა.
მისამართი: მარჯანიშვილის #7, „თი-ბი-სი ბანკის“ სათავო ოფისი, „თი-ბი-სი გალერეა“ (მე-4 სართული).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები