„უნიჭოები დარჩებიან უნიჭოებად“ -სააკაშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე გადაღებულ ფოტოს ეხმაურება

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მისი ფოტოები რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერ ფარულადაა გადაღებული.
ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუქში წერს. როგორც ექსპრეზიდენტი განმარტავს, ფოტო იმ დროსაა გადაღებული როდესაც ის ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, თავისი ჯგუფის დანარჩენ წევრებს ელოდება.
„მე და ჩემმა გუნდმა უკრაინულ არხებს შევთავაზეთ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩემი დასწრება გაეშუქებინათ, თუმცა უარი გვითხრეს.
სამაგიეროდ, ფოტოების ტირაჟირებას ახდენენ, რომლებიც რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერაა გადაღებული, სადაც მე ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს.
უნიჭოები დარჩებიან უნიჭოებად. მე დასამტკიცებელი არაფერი არ მაქვს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონტაქტი ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს მე ვიცნობ პირადად და ვაპირებ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის მეგობრებთან, რომლებიც არიან აშშ-ის ადმინისტრაციაში, რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა.
ხან ჩუმად გადამიღებენ აეროპორტში, ხან ცერემონიიდან გამოსულს და შემდეგ გაავრცელებენ ათასგვარ სისულელეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მტრებს ჩვენი ეშინიათ ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები