ინაუგურაციის ცერემონიალზე მელანია ტრამპს რალფ ლორენისის სამოსი ეცვა

დღეს ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე დონალდ ტრამპის მეუღლეს პირველ ლედის მელანია ტრამპს რალფ ლორენისის სამოსი ეცვა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი Vogue ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე რალფ ლორენის კოლექციის ტანისამოსის დემონსტრირებით მისი ამერიკული სიამაყე აჩვენა.
როგორც ჟურნალი წერს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მას ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დიზაინერის ტანისამოსი აცვია: იგი რალფ ლორენის შავ ტანისამოსს ატარებდა, თუმცა არჩევნების შემდეგ თეთრ ფერის ასიმეტრიულ ტანისამოსში შენიშნეს.
ლურჯი ფერის ქვედაკაბამ, შესასმა ხელთათმანებმა და ასეთივე ფერის ფეხსაცმელმა 1961 წელს ჯონ კენედის ინაუგურაციის დროს ჟაკლინ კენედის ელეგანტურობა გაახსენა. 60-იან წლებში დახვეწილობის ნიმუში იყო: აბრეშუმის მსგავსი ქურთუკი, ხელთათმანი და ფეხსაცმელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები