ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მიმდინარეობს (Live)

ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მიმდინარეობს, რომელმაც 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ტრამპი უკვე შეხვდა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და მასთან ერთად თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმში გაემგზავრა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 900-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. ინაუგურაცია ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება, ხოლო საღამოს სადღესასწაულო მეჯლისი გაიმართება.
ინაუგურაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დაახლოებით ერთი დღე-ღამე გაგრძელდება.
ტრამპის მოწინააღმდეგეები ვაშინგტონში,  მის ინაუგურაციაზე  საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. პოლიციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ აქტივისტებს ინაუგურაციის ჩაშლის უფლებას არ მისცემენ.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას მისი ოჯახის წევრებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები