დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოსტზე მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას შეეხება

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი პირველივე დღეს რამდენიმე ბრძანებულების ხემოწერას გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი მექსიკის საზღვარზე კედლის შმენებლობას ეხება, რომლითაც ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში მიგრანტების ნაკადი უნდა შემცირდეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
როგორც ტრამპის პრესმდივანმა შინ სპაისერმა განაცხადა, პრეზიდენტი სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. შაბათს, ანუ ინაუგურაციის მეორე დღეს დონალდ ტრამპი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შტაბბინას უნდა ეწვიოს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს ვაშინგტონში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები