ბრაზილიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში მოსამართლე დაიღუპა, რომელიც  Petrobras-ის საქმეს იძიებდა 

ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს შტატში მომხდარ ავიაკატასტროფაში ქვეყნის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ტეორი ზავასკი დაიღუპა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის Petrobras-ის საქმეს იძიებდა.
მცირე ზომის თვითმფრინავმა, რომელიც სან-პაულუს აეროპორტიდან აფრინდა, საათნახევრის შემდეგ კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას სამი ცხედარია აღმოჩენილი.
ტეორი ზავასკი კორუფციულ საქმეებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობის საქმეებს იძიებდა. ეს გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები