ვარკეთილში ორსართულიანი სახლი დაიწვა

ვარკეთილში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა.
დამწვარია 150 კვადრატულ მეტრამდე ფართი.
ცეცხლი სახლში სავარაუდოდ გამათბობლიდან გაჩნდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, მათ ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები