უკრაინამ უცხო ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარების უფლება მისცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს გამართულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წვრთნების ჩატარების უფლება მისცა. ამ გადაწყვეტილებას 236-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეიტანა. მან კანონს „გადაუდებელი“ უწოდა.
რადის გადაწყვეტილების მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე 365 დღით აშშ-ის შეიარაღებული ძალების, ნატოს ქვეყნების და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში ჩართული 3 ათასამდე სამხედროს შეშვება მოხდება. სამხედროების გარდა, უკრაინაში სამხედრო ტექნიკაც, მათ შორის თვითმფრინავები და ვერტმფრენები განთავსდება.
მიმდინარე წლის ივნის-ნოემბერში უკრაინაში წვრთნების “რეპიდ ტრაიდენტ -2017“-ის ფარგლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების და ნატოს 2 ათასი სამხედრო ჩავა. ასევე წვრთნებში მონაწილეობისთვის უკრაინაში 6 თვითმფრინავი და 10 ვერტმფრენის გადასროლაც მოხდება.
ასევე უკრაინაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები „სი ბრიზი – 2017“ გაიმართება.  მასში მონაწილეობისთვის უკრაინაში 10 საბრძოლო ხომალდი, 5 წყალქვეშა ნავი, 10 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 60 ერთეული სახმელეთო ტექნიკა ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები