იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სასტუმროში მყოფი 30 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია აბრუცოს პროვინციაში დატრიალდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
მაშველები აცხადებენ, რომ ისინი სასტუმროდან დახმარების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებდნენ. ადამიანები წერდნენ, რომ სიცივით იღუპებიან, თუმცა სამაშველო კოლონა შემთხვევის ადგილზე მისვლას გზაზე წაქცეული ხეების და ლოდების გამო ვერ ახერხებდა.
სასტუმრო Rigoplano ქალაქ ფარინდოლაში, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ზვავის ჩამოწოლის მიზეზი 5,4, მაგნიტუდის მიწისძვრა გახდა, რომელიც იტალიის ცენტრალურ ნაწილში გუშინ დაფიქსირდა.

8
0300

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები