გამბიის მოქმედმა პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადადგომაზე უარი განაცხადა

გამბიის პრეზიდენტმა იჰია ჯამემ თანამდებობიდან გადადგომაზე უარი განაცხადა. ის ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე უნდა გადამდგარიყო, როდესაც ჯამეს უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ხუთშაბათს გამბიის არჩეული პრეზიდენტის ადამ ბეროუს ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, რომელმაც დეკემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ჯამეს უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მას მევრიტანიის პრეზიდენტი მუჰამედ აბდელ აზიზი შეხვდა. მასთან შეხვედრის შემდეგ მავრიტანიის პრეზიდენტმა სენეგალის ლიდერთან მაკი სალომთან გამართა შეხვედრა.
მანამდე სენეგალის და ნიგერიის ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ თუ ჯამე თანამდებობიდან არ გადადგება, ეს ქვეყნები გამბიაში შეიარაღებულ ძალებს შეიყვანენ.
ამჟამად გამბიის არჩეული პრეზიდენტი ადამ ბეროუ სწორედ სენეგალში იმყოფება. გამბიაში შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება სენეგალს დასავლეთ აფრიკის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები