მექსიკის სკოლაში მოსწავლემ მასწავლებელი და თანასკოლელები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

მექსიკაში, ჩრდილოეთ მეხიკოში ამერიკულ სკოლაში 15 წლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით სამი თანასკოლელი და მასწავლებელი დაიჭრა, ხოლო შემდეგ იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც წყარო ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.
როგორც უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა ალდო ფასკიმ განაცხადა, 15 წლის მოსწავლე ამერიკულ სკოლაში იარაღით მივიდა და ცეცხლი გახსნა, ხოლო შემდეგ თავად მიიყენა სერიოზული ჭრილობა.
დანაშულის მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია. ალდო ფასკის თქმით, ბრალდებულს დეპრესია ჰქონდა და მკურნალობდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები