კახა კალაძე: “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შედეგად ენერგოდამოუკიდებლობა შენაჩუნებულია

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შედეგად ენერგოდამოუკიდებლობა შენაჩუნებულია. როგორც კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ კრიტიკას ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფები გამოთქვამენ. „ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, დამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციიით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ“ –განაცხადა კალაძემ.
„შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, მხოლოდ ესაა ფაქტი. ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია ის განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ“, –აღნიშნა კალაძემ.
კალაძე კვლავ ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველომ ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს მიაღწია და ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაზრდილა.
”ოკუპანტ სახელმწიფოსთან იგივე ხელშეკრულება წლების განმავლობაში იყო კომერციული საიდუმლოება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები. ექსპერტებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრი დეტალი გაჟღერდა ამ ხელშეკრულების. მე გაძლევთ პირობას, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები