“გაზპრომთან” ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით, ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან”

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების და მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისგან გამიჯვნაა საჭირო.
ენერგეტიკის მინისტრმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები, ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ”.
 
“წესით, დღეს მე ამ ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა “გაზპრომთან” მოლაპარაკებებში.
არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობითვის, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ძალიან ღიად და ნათლად, მთელი პასუხისმგებლობით ამ მოლაპარაკების შედეგი: ამ მოლაპრაკებით ჩვენ
შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება. მართალია შეიცვალა გადახდის ფორმა. სწორედ ესაა ფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა, ისტერიის და პოლიტიკური დემაგოგიიის ნაწილია, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ჩვენ მოსახელობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ მანდატით აღჭურვილებს მიგვეღო შეიძლება რთული, მარგამ საჭირო გადაწყვეტილებები.” , – განაცხადა კალაძემ.
.
მისივე თქმით, “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით, ასევ შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან თუ არასამთავრობოებთან”.
 
“ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება. სამწუხაროა და არა ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.
ნებისმიერ თემაზე აჟოტაჟის და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს – მიიქციონ ყურადღბა, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულსტური განცხადებებით. თქვენ შეიძლება არ იცით – ყურადღების მიქცევა და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება შეიძლება სასარგებლო საქმეებითაც! პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის, და გვერდში დგომის მოპოვება გსურთ ბატონებო – ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული, აბსურდული. იმედს ვიტოვებ ეს ხარვეზი ისევ მოსახელობის ჯანსაღი პოზიციით სულ მალე გამოსწორდება! ჩვენს გუნდს გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს და გათვლილ, ქვეყნისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს მოსალოდნელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით”,- აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები