კახა კალაძე: პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “გაზპრომთან” დაკავშირებულ აჟიოტაჟზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან.
“რაც შეეხება პრეზიდენტს, მას აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების დეტალები, მას აქვს წვდომა და არ უნდა ეს არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ეს სამწუხაროა”, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
80-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვს.
რუსულ კომპანია “გაზპრომთან” ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან” გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ძველი კონტრაქტის თანახმად, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები