ჯორჯ ბუში-უფროსი საავადმყოფოში მოათავსეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ტელეკომპანია KHOU 11 News იუწყება.
როგორც ტელეკომპანიას ბუშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯინ ბეკერმა განუცხადა, 92 წლის ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბუშის ჰოსპიტალიზაციის ზუსტი მიზეზი არ სახელდება. ის ტეხასის სამედიცინო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის.
ჯორჯ ბუშმა რამდენიმე წლის წინ პარკინსონის დაავადება გადაიტანა და ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. ჯორჯ ბუში-უფროსი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი იყო და ქვეყანას 1989-1993 წლებში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები