ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა (ვიდეო)

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ვულკანი ტანა კარო ამოიფრქვა. ტელეკომპანია ABC ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ტანა კაროს მახლობლად რამდენიმე დასახლებაა, თუმცა ამოფრქვევის სიძლიერის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.
ინდონეზია ცნობილია მოქმედი ვულკანებით, რომელთა ამოფრქვევას ხშირად მსხვერპლი მოყვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები