პუტინი – ტრამპზე კომპრომატების გამავრცელებლები მეძავებზე უარესები არიან

“არა მგონია, რომ ტრამპი მოსკოვში იმისთვის ჩამოვიდა, რომ აქ რუს მეძავებთან სასტუმროში დრო გაეტარებინა”. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული ძალები დონალდ ტრამპის ლეგიტიმურობის შელახვას ცდილობენ და ამით თავის ქვეყანას უდიდეს ზიანს აყენებენ.
„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათ კიევში ივარჯიშეს და ახლა „მაიდანის“ ორგანიზებას ვაშინგტონში აპირებენ. მათი მიზანია ტრამპის გაპრეზიდენტება არ დაუშვან“ – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, ამერიკულ მედიაში რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის კრისტოფერ სტილის მოხსენება გავრცელდა, რომელშიც ტრამპის შესახებ კომპრომატებზე იყო საუბარი. დოკუმენტში წერია, რომ რუსული სპეცსამსახურები შანტაჟის მიზნით ტრამპზე კომპრომატებს აგროვებდნენ, როდესაც ის მოსკოვში იმყოფებოდა, კერძოდ კი სასტუმრო „რიც კარლსტონს“ უთვალთვალებდნენ, სადაც ტრამპს მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები მიჰყავდა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი მოსკოვში ჩასვლისას ბიზნესმენი იყო და „სპეცსამსახურები ყველა ამერიკელ მილიარდერს ნამდვილად არ დასდევენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები