თალიბებმა ავღანეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ ავღანეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ავღანური სააგენტო „პაჟვაკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკული დრონი ნანგარხარის პროვინციაში ჩამოვარდა. თალიბებმა თვითფმრინავის ნამსხვრევები შეაგროვეს.
ავღანეთში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების მეთაურობა მომხდარზე  კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები