პესკოვი: რუსები თოვლს არ ჭამენ, ჩვენ ადგილობრივი დელიკატესები გვირჩევნია

“რუსები თოვლს არ ჭამენ, ჩვენ ადგილობრივი დელიკატესები გვირჩევნია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლის, ენტონი სკარამუჩის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა.
სკარამუჩიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსები, აუცილებლობის შემთხვევაში, მზად არიან, თოვლი ჭამონ,  ხოლო სანქციებმა ისინი პუტინის გარშემო გააერთიანეს“.
„რაც შეეხება მეტაფორას, მე მას ვეთანხმები, თუმცა მინდა დავაზუსტო, რომ თოვლზე უფრო რუსებს ადგილობრივი წარმოების დელიკატესები ურჩევნიათ, რომელთა რაოდენობა, სანქციების წყალობით, დღითიდღე იზრდება“, – განაცხადა პესკოვმა.
გარდა ამისა, პესკოვმა განაცხადა, რომ სანქციებს უკუეფექტი აქვთ, როგორც იმ ქვეყნისთვის, ვისაც სანქციები დაუწესეს, ასევე იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ეს სანქციები დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები