„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაბაზას ალყა შემოარტყა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დეირ-ეზ-ზორში სამთავრობო ძალების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაბაზას ალყა შემოარტყეს.  მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის მიტოვებული სამხედრო ნაწილი და ქვის ბლოკების ქარხანა დაიკავეს.
„ბოევიკებმა“ შეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. მათ რიცხობრივი უპირატესობა აქვთ. სამთავრობო ავიაციის მხარდაჭერის მიუხედავად, ასადის ძალები შეტევას ვერ აჩერებენ.
სამხედრო ავიაბაზის აღების შემთხვევაში, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ დეირ-ეზ-ზორის მთლიანად დაკავება არ გაუჭირდებათ, ვინაიდან ეს ბოლო ადგილია ქალაქში, რომელსაც ჯერ კიდევ ბაშარ ასადის მომხრე ძალები აკონტროლებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები