ტრამპის მრჩეველი რუსეთს და აშშ-ს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს

“რუსეთმა და აშშ-მ მოლაპარაკება უნდა დაიწყონ, რათა მიაღწიონ უკეთეს შეთანხმებას, ვიდრე მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია”, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ბიზნესთან ურთიერთობის საკითხებში, ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა. მან ასევე, დაამატა, რომ ტრამპი რუსეთთან „ინტერესთა თანხვედრას“ ეძებს.
სკარტამუჩიმ რუსეთის წინააღმდეგ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული  სანქციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „სანქციებს, რუსების ხასიათის გამო, საპირისპირო ეფექტი ჰქონდა და ამან ხალხი პუტინის გარშემო გააერთიანა.“
ორშაბათს ტრამპმა ბრიტანულ გამოცემა “Times”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ნაწილი ბირთვული იარაღის შემცირების სანაცვლოდ გააუქმოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები