უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოსკოვი „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს ტერორიზმის და დისკრიმინაციის ფაქტებში“ დაადანაშაულა.
უკრაინის ხელისუფლების სარჩელში წერია, რომ რუსეთი პირველ კონვენციას არღვევს, ვინაიდან უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს იარაღს აწოდებს და სხვა სახის დახმარებას უწევს. სარჩელის შეტანა საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის პრეზიდენტმა დაავალა.
„სამი წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ახორციელებს ყირიმის ანექსიას და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციას. ასევე, ყირიმში ატარებს დისკრიმინაციისა და განადგურების პოლიტიკას “ – წერია ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები