ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 პოლიციელი დაიღუპა

ეგვიპტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, რვა პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. თავდასხმა ვადი ელ-გედიდის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. თავდასხმის დროს ორი „ბოევიკიც“ მოკლეს.
ცნობისთვის, 2013 წლიდან ეგვიპტეში ტერორისტული თავდასხმები გახშირდა. ის, ძირითადად, სინაის ნახევარკუნძულზე ხდება, რომელიც ღაზას სექტორის სიახლოვეს მდებარეობს. ასევე, თავდასხმები ლიბიის საზღვრის სიახლოვესაც ხდება. ტერაქტების უკან, ძირითადად, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები