დიარბაქირის პროვინციაში პოლიციაზე თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში, საუნივერსიტეტო დასახლებასთან ახლოს, პოლიციაზე თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაშავებულია 10-ზე მეტი მოქალაქე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის სავალ ნაწილზე, პოლიციის ავტომობილის გავლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაამონტაჟეს.
დაჭრილები დიჯლეს უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ძალოვანი უწყება მომხდარს ქურთ სეპარატისტებს უკავშირებს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები