ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისში მამაკაცი მოკლეს (ფოტოკოლაჟი)

გორში, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ადგილობრივ ოფისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენი გურამ გოგიჩაიშვილია. „კვირას“ ინფორმაციით, გოგიჩაიშვილი ოფისში, სავარაუდოდ, ქუჩის მხრიდან შევიდა, მას თავდამსხმელი დაედევნა, რის შემდეგაც მამაკაცი შენობის შიდა ეზოსკენ გაიქცა, სადაც მკვლელობა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
როგორც “კვირას”  პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ გორის ოფისის წარმომადგენელმა, ვანო მაჭარაშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი არ იყო. მისი თქმით, ის ოფისში ხშირად მიდიოდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა, ენგურ გოგიჩაიშვილი რესტორანში მოკლეს.

15996194_1219964368084884_81233220_n 15996290_1219964188084902_1564860050_n

16111374_1219964378084883_592114138_n 16112030_1219964201418234_53573012_n

16118623_1219964224751565_1799802596_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები