პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმები დღის მეორე ნახევარში მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ გოგოჭურს და მის მეგობარს რამდენიმე დღის წინ, ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები