“აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისათვის“ საწარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს”

შპს „მეგა ვუდის“დირექტორის, ილია ჯავახიშვილის შეფასებით, პროგრამა “აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისათვის“ საწარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩართულები ვართ. კერძოდ, გამოვიყენეთ მისი ფინანსური კომპონენტი და ამის ფარგლებში განვახორციელეთ ინვესტიცია და გავაკეთეთ ხის გადამამუშავებელი საწარმო და ვაწარმოებთ ხის სხვადასხვა სახის პროფილებს. მოხარულები და კმაყოფილები ვართ აწარმოე საქართველოს პროგრამით, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი საწარმოს განვითარებას. ამჟამად დასაქმებული გვყავს 21 ადამიანი და გაზაფხულისთვის დასაქმებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზრდება. დღეს პროგრამა “აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისათვის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე ვიყავი. მომეწონა პავილიონს რომ ხსნიან და ხელს უწყობენ საწარმოს გაყიდვების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლამდე მივიტანოთ ინფორმაცია პროდუქციაზე. ვფიქრობ, ეს თითოეული საწარმოს განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, შესაძლებლობა იქნება, მსხვილი კომპანიების ბრენდირებულ სავაჭრო ცენტრებში ჩვენი პროდუქცია შევიტანოთ და გავყიდოთ“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები