პრეზიდენტის წარმომადგენელი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის დავალებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კესტუტის იანკაუსკასს, მისიის პოლიტიკურ მრჩეველს გრზეგორგ ჯაზოვსკის, მისიის ოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილეს ჰელენ კრიგერს და ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს და საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთში ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და იმ ქმედებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ხორციელდება.
„ამის შესახებ უკვე იყო პრეზიდენტის განცხადება და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გახდეს საერთაშორისო მონიტორინგის ობიექტი და საერთაშორისო მონიტორებს ჰქონდეთ საშუალება ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება.
ეს არ არის პირველი საგანგაშო სიგნალი, რომელსაც ვღებულობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი მონიტორების უშუალო ჩართულობა”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისი განცხადებით, ევროსაბჭოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღესდღეობით საოკუპაციო ძალები არ აძლევენ საშუალებას, რომ ადგილზე ჩაატარონ მონიტორინგი, მაგრამ მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დახმარება იმისათვის, რომ ეს საკითხი ფართოდ იქნას განხილული საერთაშორისო თანამეგობრობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები