პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას შვილი პშემისლავ ვალენსა ქალაქ გდანსკში, საკუთრ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
43 წლის მამაკაცის ცხედარი ნათესავებმა აღმოაჩინეს. მის სხეულზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირებულა.
სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს ლეხ ვალენსას და მის მეუღლეს დანუტას ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავს.
Gazeta Wyborcza-ს ინფორმაციით, პშემისლავ ვალენსას ახალგაზრდობაში ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ის რამდენჯერმე ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს.