ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად წინასწარი მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.
დანაღმული ავტომობილი, რომელსაც ტერორისტი მართავდა, ბაზრის ტერიტორიაზე შეიჭრა და აფეთქდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე აიღო.
ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის, საად მაანის განმარტებით, ბაზრის მცველმა ტერორისტის მიმართულებით გასროლა მოასწრო, თუმცა მისი ლიკვიდირება ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ტერაქტი შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ჯამილას რაიონში თურქეთის პრემიერ-მინისტრის გამგზავრებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები