პაკისტანში სპეციალურმა სამხედრო სასამართლოებმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პაკისტანში ფუნქციონირება შეწყვიტა სპეციალურმა სამხედრო სასამართლოებმა, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეებს განიხილავდა. ამის შესახებ “ბი ბი სი” იუწყება.
სასამართლოები 2014 წელს შეიქმნა, როდესაც ქალაქ პეშავარის სკოლაზე „თალიბანის“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 130 ბავშვი დაიღუპა.
ორი წლის განმავლობაში სასამართლოებმა 160 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ სასამართლოების სხდომები დახურულად მიმდინარეობდა, ხოლო განსასჯელებისგან აღიარებით ჩვენებას ხშირ შემთხვევაში, ძალით იღებდნენ.