საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოულოდნელი საჩუქარი მოქალაქეებს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მოქალაქეებს სიურპრიზი მოუმზადეს.
პატრულ-ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტ მძღოლს, შს სამინისტროს სახელით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგოთი გაფორმებული საახალწლო ნობათი, მისალოცი ბარათი, ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები