ერაყის ქალაქ მოსულზე სამთავრობო ძალების შეტევა დაიწყო

ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ მოსულზე მასიური შეტევა განაახლეს. ქალაქის უდიდეს ნაწილს ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ. სპეცდანიშნულების ძალები ოპერაციას ინტისარის რაიონში ატარებენ, ხოლო რეგულარული ძალები ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან უტევენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის სამთავრობო ძალები, ქურთი მოხალისეები და კოალიციური ავიაცია მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები