რუსეთი აშშ-ს კონტრსანქციებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კრემლი აშშ-ს კონტრსანქციებით უპასუხებს, თუ ვაშინგტონი მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის ხელისუფლება სანქციათა პაკეტის გაფართოებით იმუქრება, ვინაიდან რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ ჰაკერულ შეტევებში ადანაშაულებს.
როგორც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „სი ენ ენი“ იუწყებოდა, დეკემბრის ბოლოს აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს „საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო“.
აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰაკერებმა “დემოკრატიული პარტიის“ სერვერები გატეხეს და სამსახურეობრივი მიმოწერა ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ კიბერშეტევების უკან რუსი ჰაკერები დგანან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები