აშშ-ში მსახიობი დები რეინოლდსი გარდაიცვალა

აშშ-ში 84 წლის ასაკში კინომსახიობი დები რეინოლდსი გარდაიცვალა. რამდენიმე საათის წინ ის ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეინოლდსს ინსულტი ჰქონდა.
დები რეინოლდსი, ძირითადად, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში გადაღებული მიუზიკლებით არის ცნობილი. ყველაზე ცნობილი მისი როლი იყო ფილმში „წვიმის ქვეშ მომღერალნი“.
დები რეინოლდსის შვილი – მსახიობი კერი ფიშერი, რომელმაც ცნობილ ფილმში „ვარსკვლავური ომები“ პრინცესა ლეოს როლს ასრულებდა, 27 დეკემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები