ბერლინის ტერაქტის საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გამოიკვეთა

ბერლინში 19 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გამოიკვეთა. „ბი ბი სის“ ცნობით, ეს 40 წლის, წარმოშობით ტუნისელი მამაკაცია, ეჭვმიტანილის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება.
გერმანიის პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ახალ ეჭვმიტანილს 24 წლის ტუნისელ ამის ამრისთან ჰქონდა კავშირი, რომელიც გასულ კვირას მილანში მოკლეს.
ცნობისთვის, ბერლინში 19 დეკემბერს საღამოს სატვირთო ავტომობილის საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 და დაშავდა 50 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები