ტრამპმა ტერორიზმთან ბრძოლის და შიდა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის კანდიდატურა შეარჩია

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შიდა უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში მრჩევლად თომას ბესერტს დანიშნავს. ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. ბესერტი ადრე ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
ბესერტი იქნება პრეზიდენტის კონსულტანტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე კიბერუსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, ის სხვადასხვა უწყებას ამ სფეროში მუშაობაში კოორდინაციას გაუწევს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობებში მრჩევლად ჯეისონ გრინბლატს დანიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები