ერდოღანი აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან “ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მხარდაჭერის დამადასტურებელი მასალები აქვს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ სირიაში მოქმედი საერთშორისო კოალიცია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებს.
აშშ მხარს უჭერს ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორებიცაა „ქურთთა თავდაცვის ძალები“ და „დემოკრატიულ კავშირს“. ერდოღანის ამ ბრალდებებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში „უსუსური განცხადება“ უწოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ერდოღანის ეს ბრალდებები ოფიციალურად უარყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები