გერმანული მედია – წელს ქვეყანა 55 ათასმა მიგრანტმა ნებაყოფლობით დატოვა

გერმანული მედიის ინფორმაციით, წელს ქვეყანა ნებაყოფლობით 55 ათასმა მიგრანტმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ი გერმანიის ლტოლვილების და მიგრაციის ფედერალურ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სამშობლოში მიგრანტების დასაბრუნებლად გერმანია 150 მილიონ ევროს დახარჯავს.
გამოცემის ინფორმაციით, იმ პირთა უმეტესობამ ვინც ქვეყანა საკუთარი ნებით დატოვა, ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან არის და მათ ლტოლვილის სტატუსის მიღების შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდათ.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები