„ტუ-154“-ის კატასტროფის ადგილას მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს

რუსული „ტუ-154“-ის კატასტროფის ადგილას მეორე „შავი ყუთია“ აღმოჩენილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. პირველი „შავი ყუთი” შავ ზღვაში სამშაბათს აღმოაჩინეს და ის გასაშიფრად მოსკოვში გააგზავნეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას 15 ცხედარი და 239 სხეულის ფრაგმენტია აღმოჩენილი. რუსული „ტუ-154″, რომელმაც შავ ზღვაში 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა, სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები