ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო მატარებლის 15 ვაგონი რელსებიდან გადავარდა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა.
კატასტროფა მატარებლის ხიდზე გადასვლის მომენტში მოხდა.
გამოცემა Times of India-ს ინფორმაციით, რვა დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ამჟამად კატასტროფის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები