ლიბანში ავტობუსის აფეთქება მსხვერპლით დასრულდა

ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში, ბეკაას ველზე ავტობუსი აფეთქდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება.
აფეთქება ქალაქ ალ-აინთან მოხდა, რომელიც სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
ლიბანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ბომბი ავტობუსში იყო დამონტაჟებული. ამავე ინფორმაციით, დაღუპული ალ-აინის მერის მოადგილეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები