ფილიპინებზე პოლიციამ 147 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო

ფილიპინების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 1 ტონა მენამფიტამინია ამოღებული, რომლის ფასი 147 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება. ფილიპინების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქვეყნის ისტორიაში დაკავებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა. სპეცოპერაციის დროს 10 პირი იყო დაკავებული. ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ქვეყანაში ნარკობიზნესს ომი გამოუცხადა. ნარკომაფიის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გამო დუტერტეს უფლებადამცველები, ასევე აშშ და ევროკავშირი აკრიტიკებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები