კოლუმბიაში 30 ნოემბერს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი საწვავის ამოწურვა გახდა

სამგზავრო ავიალაინერს, რომელმაც 30 ნოემბერს კოლუმბიაში კატასტროფა განიცადა, საწვავი გაუთავდა. საწვავის მარაგის ამოწურვა კოლუმბიის ხელისუფლებამ კატასტროფის ძირითად ვერსიად დაასახელა. ამის შესახებ კოლუმბიური მედია იუწყება.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს კოლუმბიის ქალაქ მიდელინის აეროპორტთან მომხდარ კატასტროფაში ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელები დაიღუპნენ.
კოლუმბიის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ფრედი ბონილიამ განაცხადა, რომ პილოტებს საწვავის მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, თუმცა მათ ამის შესახებ დისპეტჩერებს არ აცნობეს. ასევე ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის წონა დასაშვებს 500 კილოგრამით აღემატებოდა, თუმცა ეს კატასტროფის ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები