ერაყში ოპოზიციონერი ჟურნალისტი ქალი გაიტაცეს

ოპოზიციონერი ერაყელი ჟურნალისტი ქალი – აფრახ ალ-შავკი ბაღდადში, საკუთარი სახლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.  ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ალ შავკი მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. ის რამდენიმე გაზეთზე მუშაობდა და ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით. ერთ-ერთი გაზეთი, რომლებთანაც ჟურნალისტი თანამშრომლობდა, „აშ შარკ ალ-აუსატი” საუდის არაბეთს ეკუთვნის.
ერაყის მთავრობამ ჟურნალისტის გატაცების გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები