ყაზახეთში რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს
ყაზახეთის ქალაქ უსტ-კამენოგორსკში რუსეთის გენერალური საკონსულოს დროებითი ჯგუფის ხელმძღვანელი რომან სკრილნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს. გამოცემა “Tengrinews.kz”-ს ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დიპლომატის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. პოლიცია მისი გარდაცვალების ყველა ვერსიას განიხილავს.
უახლოეს მომავალში დიპლომატის ცხედარს სამშობლოში გადაასვენებენ.