რუსეთმა ყირიმში გაზსადენი გაიყვანა

რუსეთის ფედერაციამ ყირიმში გაზსადენი გაიყვანა. მისი გახსნის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც პუტინმა განაცხადა, ექსპლოატაციაში მილსადენის შეყვანის შემდეგ, ყველა კატეგორიის მომხმარებელი გაზს შეუფერხებლად მიიღებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2017-2018 წლებში ნახევარკუნძულზე ორი 470 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდება. ეს რუსეთის მიერ ანექსირებული რეგიონის მოთხოვნილებას მთლიანად დაფარავს.
2015 წელს, უკრაინასთან დამაკავშირებელი ხაზის დაზიანების გამო, ნახევარკუნძული რამდენჯერმე დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები