პაკისტანში უხარისხო ალკოჰოლით 21 ადამიანი გარდაიცვალა

პაკისტანში უხარისხო ალკოჰოლის მიღების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა. ასობით ადამიანი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
“ფრანს პრესის” ინფორმაციით, ეს ფაქტი ქალაქ კობა-ტეკ-სინგხში დაფიქსირდა, დაშავებულები და დაღუპულები, ძირითადად, ქრისტიანები არიან.
მოწამლულთა უმეტესობამ სასმელი თავად დაამზადა და ის შობაზე დალიეს.
პაკისტანში მაღაზიებში  ალკოჰოლის გაყიდვა ოფიციალურად აკრძალულია. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მას ხშირ შემთხვევაში, კუსტარულად ამზადებს. „შავ ბაზარზე” ალკოჰოლური სასმელები ძალზე ძვირი ღირს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთში  77 ადამიანი შხაპის გელის დალევის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები